თიხა და თიხის ნაკეთობები

ქართული კერამიკა

ავტორი

თიხა და თიხის ნაკეთობები

Posted by Author On Month - Day - Year

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ქართული კერამიკა

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

თიხის შემადგენლობა და მისი თვისებები

თიხა შედგება როგორც ორგანული, ასევე არაორგანული მინარევებისიგან.
მინერალი კ ა ო ლ ი ნ ი ტ ი ყველა სახის თიხის შემადგენლობაში შედის. რაც უფრო მეტია იგი თიხის შემადგენლობაში, მით უფრო ძვირფასი და მაღალხარისხოვანი თიხა. სხვა მინერალებთან ერთად კაოლინიტის გარდა თიხა შეიცავს რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ნატრიუმის და სხვა ჟანგეულებს.
თიხის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა პ ლ ა ს ტ ი უ რ ო ბ ა. თუ თიხას გავხსნით წყალში, მივიღებთ პლასტიურ ელასტიურ ცომს. ცომს შეგვიძლია მივცეთ ნებისმიერი ფორმა. მუშაობის პროცესში თიხა იმდენად ელასტიურია, რომ არ უჩნდება ბზარები, ნახეთქები, და არ იშლება. იგი ინარჩუნებს მიცემულ ფორმას შრობაშიც და გამოწვაშიც. გამოწვის შემდეგ თიხა მკვრივდება,
გადადის ქვისებურ მდგომარეობაში.
თიხის ეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანი თვისება საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ მაღალმხატვრული ნებისმიერი კერამიკული ნაწარმი.
კერამიკაში ხმარებული მასალები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:
1. პლასტიკური მასალები
2. არაპლასტიკური მასალები
3. მალღობელი მასალები.

პლასტიკური მასალები (თიხური ნივთიერება)

კერამიკის წარმოებაში პ ლ ა ს ტ ი კ უ რ ი მ ა ს ა ლ ე ბ ი კერამიკულ მასათა ძირითადი შემადგენელი ნაწილებია.
პლასტიკური მასალები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც წყალთან შერევითა და შემდგომ, გარეგანი ძალების ზემოქმედებით იღებენ სასურველ ფორმას, რომელსაც ინარჩუნებენ შრობისა და გამოწვის შემდეგ. კერამიკაში ასეთი თვისებების ძირითადი მასალებია თიხა და კაოლინი.
თიხა თავის უმთავრეს, პლასტიკურობის თვისებას ამჟღავნებს მასში მინერალ კ ა ო ლ ი ნ ი ტ ი ს ( თიხური ნივთიერების ) არსებობის წყალობით.
კაოლინიტის ქიმიური ფორმულაა Al2O3 * 2SiO2 * 2H2O
გარდა ამისა მასში შეიძლება იყოს
მ ო ნ ტ მ ო რ ი ლ ო ნ ი ტ ი (Ca Mg)O * Al2O3 * 4 – 5SiO2 * H2O და
ჰ ი დ რ ო ქ ა რ ს ი ს K2O * MgO * 4Al2O3 * 7SiO2 * 2H2O მინერალებიც.
აღნიშნული მინერალები განსხვავდებიან, თუ რა ქიმიური შემადგენლობით, განსხვავებულ თვისებებს ანიჭებენ თიხას.
ასე მაგალითად:
· კაოლინიტური თიხები გამოირჩევიან პლასტიკურობითა
და ცეცხლგამძლეობით
· მონტმორილონიტური თიხები – აფუებისადმი მიდრეკილებითა და დიდი შემაკავშირებელი თვისებით
· ჰიდროქარსული თიხები ძალზე ზრდიან შრომისადმი მგრძნობიარობას, ამცირებენ აგრეთვე ნაწილაკების შემაკავშირებელ ძალებსაც, რაც საერთო ჯამში იშვევს ნაკეთობის დეფორმაციებს, დასკდომას.
თუ თიხაში ძირითადი თიხური ნივთიერება წარმოდგენილია კაოლინიტით, მათ კაოლინიტური თიხები, ან უბრალოდ კაოლინები
ეწოდებათ.
კ ა ო ლ ი ნ ე ბ ი გამოირჩევიან დიდი სითეთრის თვისებით. იმის გამო, რომ თიხებში მეტნაკლებად ყოველთვის გვხვდება სხვადასხვა სახის მინერალები ( კვარცი რკინის ჟანგი და სხვა ), სუფთა კაოლინები იშვიათად გვხდება მიწის წიაღში.
განსხვავებით სხვა ადგილმდებარეობის კაოლინებისა, ჩინური კაოლინები გამოირჩევიან დიდი სისუფთავითა და აქედან გამომდინარე მაღალი სითეთრით. სწორედ ჩინეთში დაიწყეს კაოლინის დამუშავება პირველად, რათა ეწარმოებინათ ფაიფურის კერამიკული ნაკეთობები.
სიტყვა « კაოლინი « წარმოიშვა ჩინური სიტყვიდან კ ა ო ლ ი ნ გ ი . ეს იმ მთის სახელწოდებაა, სადაც იქნა მოთხრილი კაოლინის თეთრი თიხა.

არაპლასტიკური მასალები

იმისათვის, რომ პლასტიკურმა მასებმა დაკარგონ შრობა – გამოწვისადმი დიდი მგრძნობიარობის უნარი, თიხებს ამ ბუნებრივად პლასტიკურ მასალებს უმატებენ არაპლასტიკურ ე.წ. გამამჭლევებელ მასალებს.
თიხის გასამჭლევებლად იხმარება: ქვიშა, შამოტი, წიდა, დაფქული
ნახშირი, ნახერხი და სხვ. მასალები.
ქვიშა წარმოადგენს უმთავრესად კვარცის შემცველი მთის ქანების
გამოფიტვის პროდუქტს. ასეთი სახის ქვიშები დიდრაოდენობით გვხვდება მდინარეების, ზღვების და ოკეანეების ნაპირებზე.
ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა სუფთა თეთრი ფერის კვარცის ქვიშებზე. რკინის ქანები თუნდაც მცირე რაოდენობით ქვიშის შეფერილობას მკვეთრად ცვლის ( მუქი ნაცრისფერი, ყვითელი, მოწითალო და სხვა).
ხელოვნური გამამჭლევებელი მასალებიდან აღსანიშნავია შამოტი
ანუ გამომწვარი ცეცხლგამძლე დაფქვილი თიხა.
ხელოვნურ გამამჭლევებლად იხმარება აგრეთვე ლეწი ანუ დაფქვილი
წარმოებაში არსებული უხარისხო ნაკეთობა, რომელიც შეიძლება იყოს
ჭიქურიანი ან უჭიქურო.

მალღობელი მასალები

მალღობლები – ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც თიხასთან შერევის შედეგად გვაძლევენ შედარებით ა დ ვ ი ლ ლ ღ ო ბ ა დ ნაერთებს,
ვიდრე მარტო თიხა.
მალღობლების ძირითადი წარმომადგენელია მინდვრის შპატი,
რომელიც მთის ქანების ვულკანური ამოფრქვევის შედეგად მიიღება ( გრანიტი, პერლიტი, სიენიტი და სხვ. ).
მინდვრის შპატები იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად:
1. კალიუმის –ორთოკლაზი – K2O * Al2O3 * 6SiO2
2. ნატრიუმის – ალბიტი – Na2O * Al2O3 * 6SiO2
3. კალციუმის – ანორთიტი – CaO * Al2O3 * 2SiO2
ყველაზე ძლიერი მალღობელია ნატრიუმიანი მინდვრის შპატი ალბიტი,
შემდეგ კალიუმიანი და ბოლოს კალციუმიანი.

საწყისი გვერდი

პროექტები

კონტაქტი